LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი – უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება

47
viola-phon-kramoni-w-h

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ამჟამად ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება.

ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„ეს საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება და ვფიქრობ, ეს დებატები საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო. ამასთანავე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის გერმანიის იდეა, მე ვიცი, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებს აწუხებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო გერმანიის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიოლა ვონ კრამონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები