LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები – გამყრელიძე

10009
5f6c6d7a5ce72

“ფაიზერის” ვაქცინის წინ ჩასატარებელ ჩეკლისტში არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი კოსმეტიკურ ფილერს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნულ ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, რაც არ ნიშნავს ანაფილაქსიური შოკის საფრთხეს, მაგრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება მათში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს.

“ერთი კითხვა დაემატა “ფაიზერის” ჩეკ ლისტს. თუ არ ვცდები, 12  თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან.

აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დაიწყება: თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანი იქნება - დადგინდეს ვაქცინის მიმღებთა დაახლოებითი რაოდენობა.

ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილინგებს რასაც ეძახიან…

ფილერები, დიახ. ეს დაემატა კითხვარს, რადგან, ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას”, — განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოიტანეს. 

ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც “ფაიზერით” პირების იმუნიზაცია მოხდება.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები