„ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
„მე აქ არ ვარ მოსული, რომ სტალინზე და სააკაშვილზე ვილაპარაკო.
7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა.
ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს.
მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გორში იმყოფება.
პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ხელმოწერებს შეაგროვებს.