LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისგან ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავს და რომელ ადგილზეა რუსეთი

133
0-6

2021 წელს, ქვეყანაში, საერთო ჯამში, იმპორტირებულია 1 453 707 ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.2%-ით მეტია, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი თურქმენეთიდან განხორციელდა – 22.1%, რომელსაც მოჰყვება რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი -18.2%.

„საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% – ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა – 64%, ხოლო საერთო იმპორტში – 34.9%.

2015 წლის დასაწყისში, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2018 წელს – 1190, 2019 წელს – 1210, 2020 წელს 1216, 2021 წელს კი -1232. ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც თავის მხრივ აისახა შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის საერთო წილობრივ განაწილებაზე. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს – 39.9 %, 2020 წელს 43.5%, ხოლო 2021 წელს 41.2%-ს”, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები