LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

316
40e828e6-f789-4c53-87ae-57d0eb319a29-640

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, უკვე დადგენილია მოქალაქეების ის კატეგორია, რომელსაც შეუძლია პირბადე არ ატაროს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გარკვეულ კატეგორიაზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გამონაკლისი გავრცელდება.

მეზვრიშვილის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ქრონიკული დაავადებები. ბრონქული ასთმის მქონე პირებსაც არ მოეთხოვებათ დამცავი ნიღბის ტარება. გამონაკლისი დაშვებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გარკვეული კატეგორიის პირებისთვის, რომელთან ჯანმრთელეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

რატომ არ უნდა გეკეთოთ პირბადე თავზე და ნიკაპზე

“გავითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და გარკვეული კატეგორიის პირები, რომელთან ჯანმრთელეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება, ყველაფერი იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“ – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები