LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა გეკეთოთ პირბადე თავზე და ნიკაპზე

1503
23

თუ თქვენ იმ უმრავლესობაში ხართ, რომლებიც დამცავ ნიღაბს ცხვირის ქვეშ ან ნიკაპთან ატარებენ, იცოდეთ, რომ ამას ჯობს პირბადე საერთოდ არ გეკეთოთ, რადგან ცრუ უსაფრთხოების განცდას მაინც არ შექმნით.

პირბადის სწორად ტარება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში და ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება.

თუმცა, თუ თქვენ გააზრებული გაქვთ რისთვის იკეთებთ ნიღაბს და რა ფუნქციას ასრულებს ის, დისკომფორტს აიტანთ.

პირბადე გიცავთ, როგორც თქვენ ასევე, იცავს თქვენგან სხვას.

თუ ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ, დროა უამრავი ვარიანტიდან თქვენთვის სასურველი მოირგოთ და როცა მას გაიკეთებთ, მოხსნამდე აღარ შეეხოთ და გადააადგილოთ.

გავრცელებული შეცდომები პირბადის ტარებისას

უკუღმა: სამედიცინო ნიღბების უმეტესობას ზედა მხარეს აქვს რკინის ნაწილი, იმისთვის, რომ სახეზე დამცავი კარგად მოირგოთ. უკუღმა ნიღბის ტარებას კი აზრი არ აქვს.

ასევე, აარჩიეთ პირბადის ერთი მხარე წინა და მეორე მხარე უკანა ნაწილად. არ გაიკეთოთ პირბადე ორივე მხრიდან.

პირბადე მხოლოდ პირზე: ჩათვალეთ, რომ ასე თავს საერთოდ ვერ იცავთ. ნიღბის ტარება ისედაც არ არის თავდაცვის 100-%იანი გარანტია. ის ეფექტიანად მხოლოდ მაშინ მოქმდებებს, როდესაც დაცულია სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და ნიღბის ტარების წესები. თუ თქვენ ამ ერთიდან რომელიმეს მაინც დაარღვევთ საფრთხე ორმაგდება.

სველი ან ჭუჭყიანი პირბადე: მოეპყარით თქვენს ნიღაბს ისე, როგორც საცვალს. გაასუფთავეთ, გააშრეთ ან ხშირად გამოცვალეთ. თუ ნიღაბს სუნი აქვს, გამოიყურება დასვრილად ან ვერ ირგებთ სახეზე, ეს ნამდვილად ცუდის ნიშანია.

არ შეეხოთ პირბადეს ხშირად: არის ადგილები, რასაც საზოგადოებაში არ უნდა შეეხოთ და ამ სიას 2020 წლიდან ნიღაბიც დაემატა. შეეცადეთ ის მუდმივად არ ისწოროთ. ამით ან ხელებს ან ნიღაბს დააბინძურებთ. ასე კი მარტივად შეიძლება ვირუსი თქვენში მოხვდეს. ქავილიც კი არ არის ნიღაბზე ხელის მოკიდების გასამართლებელი მიზეზი! მაშინ კი, როცა აუცილებლად გიწევთ ნიღაბზე შეხება, დაიბანეთ ხელები საგულდაგულოდ (გაკეთებისა და მოხსნის წინაც ეს წესი უნდა გახსოვდეთ).

არ ატაროთ ხვრელიანი პირბადეები: გინახავთ ვირუსი? პრობლემაც ამაშია. ნიღაბი, რომელსაც ხვრელები აქვს უსარგებლოა.

პირბადე უნდა გეკეთოთ ნიკაპთან და არა ნიკაპის ზევით ან მხოლოდ ნიკაპზე. ისე უნდა მოირგოთ, რომ არ გასრიალდეს, არც საუბრისას, არც სიმღერისას და არც სხვა შემთხვევაში.

არ ატაროთ დიდი ზომის პირბადე: რაც უფრო ნაკლებ სივრცეს დაიტოვებთ, მით მეტი გექნებათ ვირუსისგან დაცვის შანსი.

 

ვიდეო: როგორ ვატაროთ და მოვისხნათ დამცავი ნიღაბი სწორად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები