LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისზეა შეყვარებული ქართველი ლამაზმანი, რომელიც მსოფლიო ბრენდების ჩვენებებზე გამოდის (ფოტოები)

2686
wdngdrss

თათია ახალაია ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც საზღვარგარეთ უამრავ ჩვენებაში მონაწილეობს. მათ შორის ცნობილი ბრენდებისთვის იღებენ, მონაწილეობს პოპულარული გამოცემების გადაღებებში, პოდიუმზე კი გამოსულა „დოლჩე და გაბანასთვის“, „მიუ მიუ“-სთვის და სხვა არანაკლებ აღიარებული ბრენდებისთვის.

თათია ახალაია ახლახან გამოვიდა „მარკეზას“ საპატარძლო კაბების ჩვენებაზე და რამდენიმე კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ცნობილი მოდელის პირადი ცხოვრებაც საკმაოდ დატვირთულია. მისი რჩეული გიორგი ჩადუნელია. წყვილი ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათ შორის, სხვადასხვა ადგილიდან, სადაც ისვენებენ ხოლმე.

მათ ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი ახლავს თან.

გიორგი ხშირად აქვეყნებს თათიას ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის ჩვენებაზეა გადაღებული და კომპლიმენტებსაც სიამოვნებით იღებს ლამაზი მეორე ნახევრის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები