რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 ოლქის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონში ნათქვამია, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაცია 89 სუბიექტისგან შედგება.
“პუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელის“ მოვალეობის შემსრულებლად ლეონიდ პასეჩნიკი დანიშნა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელის“ მოვალეობის შემსრულებლად დენის პუშილინი, ევგენი ბალიცკი ზაპოროჟიეს ოლქის „გუბერნატორის“ მოვალეობის შემსრულებლად, ვლადიმერ სალდო კი ხერსონის ოლქის „გუბერნატორის“ მოვალეობის შემსრულებლად”, – წერს მედია.
საგულისხმოა, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა ხსენებული ტერიტორიების აღიარებაზე უარი განაცხადეს.
ჩრდილოეთ კორეა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ დამტკიცებულ ახალ კანონს მხარს უჭერს.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მოქალაქეობის შესაცვლელად ერთ თვეს აძლევს
ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე