LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ ჟირინოვსკი კოვიდის წინააღმდეგ უკვე 7-ჯერ აიცრა

572
koronavirus

რუსი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც 75 წლისაა,  კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„აიცერით, მეგობრებო. ადრე მე უკვე ავიცერი “სპუტნიკ V-ით”, ამჯერად კი ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის “კოვივაკი” გავიკეთე.

ეს არის კლასიკური ვაქცინა, ინაქტივირებული ვირუსით, რომელიც გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, 2020 წლის სექტემბრიდან ეს უკვე მეშვიდე აცრაა ჩემთვის,” – დაწერა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საკუთარ ტელეგრამის არხზე.

რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოვიდით აქამდე არ დაინფიცირებულა და თავს კარგად გრძნობს.

უცნობია და ამ ეტაპზე არ ამბობს პოლიტიკოსი, გადაწყვეტს თუ არა ვაქცინაცია მერვედ გაიკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g