LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანონ

244
d9gktnk8-vladimir-putin-afp-650-625x300-12-December-21

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, ბირთვული ძალები “სპეციალურ მზადყოფნაში” მოიყვანონ, რაც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა.

სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, მათ შორის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს “არამეგობრული ქმედებები” რუსეთის მიმართ და დააწესეს “არალეგიტიმური სანქციები”.

„ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, – თქვა პუტინმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g