LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: გულდასაწყვეტია.. ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება

62
გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია დამარცხებად განიხილავს, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება.

თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

ვოლსკის შეფასებით, ევროკავშირთან მიმართებით ხელისუფლების ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ ამოსულან:

“საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით მოწინავე პოზიციებზეა, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვეჯიბრებით. პირიქით, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს. სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, თუმცა საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან შიდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა არის განსხვავებული ჩვენი კოლეგა ქვეყნებისგან. ეს შეტევა ინტენსიური, მასობრივი და საკმაოდ გეგმაზომიერია.

რასაკვირველია, ევროკავშირს თავისი პრობლემები ექმნება სამივე შემთხვევაში. გულდასაწყვეტია, რომ ამ თემაზე საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ იმას, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება. ევროკავშირთან მიმართებით ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ ამოსულან არც ასოცირების შეთანხმების და არც თავისუფალი მიმოსვლის დროს. ცვლილებები არ ხდება, პირიქით, პოლიტიკურ სივრცეში ვითარება უფრო დამძიმებულია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის გეგმით: ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები