LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულოცავ “ფორტუნას“ რადიოს დღეს, ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით: მერაბ სეფაშვილი

185
მერაბ სეფაშვილი

იუნესკოს ინიციატივით, 2011 წლიდან, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება.

ეს თარიღი წელს უკვე მეთერთმეტედ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს რადიოს მნიშვნელობას – როგორც კომუნიკაციის განსაკუთრებული საშუალების არსებობას, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია, ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.

რადიო სივრცისთვის განსაკუთრებულ თარიღს განსაკუთრებული მიზანიც აქვს – რადიოს კიდევ უფრო მეტად განვითარება და პოპულარიზაცია.

იუნესკოს ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენებით დასტურდება, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. სწორედ “რადიოს და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

იუნესკო წელს მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს, რათა რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღი ყველამ ერთად აღნიშნოს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

რადიო-ჰოლდინგ “ფორტუნას” ღირსშესანიშნავ თარიღს მომღერალი მერაბ სეფაშვილი ულოცავს:

“მინდა მთელს მსოფლიოს და, პირველ რიგში, რადიო-ჰოლდინგ “ფორტუნას” მივულოცო რადიოს დღე.

ყოველთვის დიდ საქმეს აკეთებდით და ახლა განსაკუთრებით, რადგან პანდემიის პერიოდში ყველა რადიოს უსმენს. ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით.

ვფიქრობ, რადიოს შექმნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში, რადგან სწორედ მან განაპირობა კომუნიკაციის საშუალებების წინსვლა და განვითარება”, – ამბობს მერაბ სეფაშვილი.

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია 1997 წლიდან იწყება.

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 24 წლის წინ გავიდა.

დღეს კი რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

ვულოცავ “ფორტუნას” პროფესიულ დღესასწაულს, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას ჩემი და სიმფონიური ორკესტრის მიმართ: ნიკოლოზ რაჭველი

“ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება: დათო ხუჯაძე “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g