LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი, თან ვტირი.. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია“ – მაკუნა გოჩიაშვილი

5163
ფორტუნა (21)

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის წამალი უკვე იაშვილის კლინიკაშია.

„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.

წამალი დაიდო! “. – წერს მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

მაკუნა გოჩიაშვილი: „დღეს აქონდროპლაზიის ცნობიერების ამაღლების დღეა..ცნობიერება ჯერ საშუალოზე მაღლაც არაა აწეული საზოგადოებაში, განსაკუთრებით ბავშვებში, იზრუნეთ და ყველამ ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე და ურთიერთპატივისცემაზე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g