„დილას აბაზანაში შევდივარ და სარკეში საკუთარ სახეს ვუყურებ, თუ პატიოსან ადამიანს ვგავარ, მაშინ აუცილებლად კარგი დღე მექნება“, – თვლიდა ჟაკ-ივ კუსტო, ცნობილი მკვლევარი და ზღვაოსანი, პიონერი ოკეანოლოგი და აკვალანგის გამომგონებელი.

fortuna.ge გთავაზობთ ჟაკ-ივ კუსტოს ცნობილ გამონათქვამებს:

თუ ადამიანს სხვებისგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრების შანსი ეძლევა, უფლება არ აქვს მასზე უარი თქვას.

სიჩქარე უყურადღებობის მიზეზი ხდება, უყურადღებობა კი, ცნობისმოყვარეობას ასუსტებს.

თუ ცხოვრება გინდა, მისი ნეგატივის მიღებაც უნდა შეძლო.

სამყაროში ყველაფერს აქვს ფასი, თუმცა მართლაც ღირებულის მოძიება ძალიან რთულია.

ყველაფერი ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს ძალიან მოსაბეზრებელი იქნებოდა ცხოვრება და საერთოდ არ გვექნებოდა მომავალი.

დროა წერტილი დავუსვათ რომანტიზმს. საიდუმლოებების ეპოქა დასრულდა, დარჩა მხოლოდ პრობლემები, რომელთაც მოგვარება სჭირდება.

უბედურება ჩვენშია, ბედნიერებას კი, ყოველთვის სხვები გვჩუქნიან.

მეცნიერება ყოველთვის პირველაღმომჩენებს მისდევს უკან, რომელთაც მხოლოდ ინტერესი ამოძრავებთ.

ერთსა და იმავე ადგილას სხვადასხვა დროს სტუმრობისას, ყოველთვის ამჩნევ ცვლილებებს, თუმცა ცვლილებები ყოველთვის უარესია.

ცხოვრებით დათრობა ჯობია ალკოჰოლით დათრობას, ასე უფრო ადვილია ნაბაჰუსევს თავის დაღწევა.

ცნობილი გამონათქვამები

 

მსგავსი თემები