LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოგიდგენთ BEOPLAY HX-ს

3871
Beoplay-mtavari

Bang & Olufsen Beoplay HX-ი უახლესი უსადენო, მსუბუქი, აქტიური ხმაურის ჩამხშობი და ძლიერი ჟღერადობის ყურსასმენია, რომელიც 40 საათამდე უწყვეტი მუშაობის გარანტიას იძლევა.

Beoplay HX-ი ხმის ზუსტი და ძლიერი ჟღერადობით, ტექნიკური სრულყოფილების და კომფორტის უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც  მომხმარებლის სურვილებს, ღირებულებებს და საჭიროებებს აკმაყოფილებს.

უახლესი თაობის აქტიური ხმის დამხშობის წყალობით, Beoplay HX-ი ეფექტურად ახდენს ჟღერადობის კომპენსირებას და ახშობს გარე ხმაურს. უმაღლესი ხარისხის მასალით შექმნილი, მოსახერხებელი თავზე დასამაგრებელი რკალი, უზრუნველყოფს ყურსასმენის კომფორტულ ტარებას. Beoplay HX-ი აერთიანებს Bang & Olufsen-ის გამოცდილებას ხმის, დიზაინისა და დახვეწილი ოსტატობის კომბინაციით.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაღალი ხარისხის ზუსტი ჟღერადობა

  • ხმაურის აქტიური დახშობის (ANC) რეჟიმი

  • ელეგანტური და დახვეწილი დიზაინი

  • პრემიუმ მასალები კომფორტისა და გამძლეობისათვის

  • სენსორული კონტროლი

  • 40 საათამდე მუშაობის რეჟიმი

ჟღერადობა

Beoplay HX-ის ყოველი დეტალი შექმნილია Bang & Olufsen– ის წამყვანი ინჟინრების მიერ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მუსიკით და მოუსმინოთ მას ზუსტად იგივე ჟღერადობით, როგორც შემსრულებელი გთავაზობთ. მოსმენის გამოცდილება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება ახალი თაობის ციფრული, აქტიური ხმის ჩამხშობი ტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც სრულიად გამორიცხავს არასასურველ გარე ხმებს. 40 მმ ნეოდიმისგან დამზადებული მაგნიტის დრაივერები, იძლევა ძლიერ და დეტალურ ხმას, ხოლო ოთხი სპეციალური მიკროფონი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ჟღერადობას ზარების განხორციელებისას.

Beoplay HX-ი დამზადებულია გამძლე, მაღალი ხარისხის მასალებისგან, 40 საათამდე მუშაობის რეჟიმით რაც მას იდეალურს ხდის ხანგრძლივი მოსმენის დროს. Microsoft Swift Pair-ი, Google Fast Pair-ი და Made for iPhone-ი სხვადასხვა მოწყობილობებისთვის ინსტალაციის პროცესს ამარტივებს. ხოლო Bluetooth 5.1  საიმედო კავშირს უზრუნველჰყოფს.

მოსახერხებელი ფუნქციები

მულტიფუნქციური კავშირი Beoplay HX-ს საშუალებას აძლევს  ერთდროულად ორ მოწყობილობას დაუკავშირდეს. Bang & Olufsen–ის განსაკუთრებული პროგრამით, მომხმარებლებს შეუძლიათ ადვილად შეცვალონ ხმის პარამეტრები, წინასწარ განსაზღვრონ პარამეტრები ANC და წვდომა ჰქონდეთ ნებისმიერ სასურველ ფუნქციებზე.

დიზაინი

ცნობილი სკანდინავიური დიზაინისა და ოსტატობის გამო, Bang & Olufsen–მა Beoplay HX–ის სახით, ყველაზე შეუდარებელი, კომფორტული და გამძლე ყურსასმენის შესაქმნელად საუკეთესო მასალები გამოიყენა (რბილი ტყავისა და ანოდირებული ალუმინის ჩათვლით). მსუბუქი და ერგონომიული დიზაინი, მთელი დღის განმავლობაში ყურსასმენის კომფორტულ ტარებას გპირდებათ. მეხსიერების ქაფი ყურსასმენის კომფორტულად მორგებას და თავის ფორმასთან ადაპტირებას უზრუნველყოფს. გლუვი, რბილი ტყავის ბალიშები ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც ინარჩუნებს მაქსიმალურ კომფორტულობას. ყურსასმენის სრულყოფილი ვიზუალი, ამარტივებს Beoplay HX–ს მოხმარებას და უზრუნველყოფს პორტატულობას და გამძლეობას. ის ასევე მოიცავს 3.5 მმ-იან ადგილს სტერეო კაბელისა და USB-A- დან USB-C კაბელის შესანახად.

ღირებულება: 2129 GEL

საქართველოში Bang&Olufsen-ის პროდუქცის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitElectronics, Motif.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები