LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს რუსეთს იმაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ექნება, რაც 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა

196
ipiccy_image

წელს რუსეთს იმაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ექნება, რაც 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა, – შესაბამისი პროგნოზს ბრიტანული გამოცემა The Economist აქვეყნებს, სადაც წერია, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება.

The Economist-ის ინფორმაციითვე, რუსეთი ომამდელ ეკონომიკურ დონეს მხოლოდ 2025 წლისთვის მიაღწევს.

რაც შეხება უკრაინას, ამავე გამოცემის ცნობით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 46.5%-იან ვარდნას განიცდის. The Economist პროგნოზს უკრაინის ეკონომიკასთან დაკავშირებითაც აკეთებს და წერს, რომ არსებული სირთულეებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ უკრაინა ეკონომიკის ომამდელ დონეს, 2037 წელს დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g