LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველომ 680.7 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა

65
ship-car-another-state-8e279c5ae3327741

2020 წლის იანვარნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7 186.0 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (445.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (399.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (396.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 257.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (789.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (646.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 429.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 185.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 092.2 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 677.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 364.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.6 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 680.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 494.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 451.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.3 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები