LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო

70
BLOG-1024x600-Global-Economy-Globe-and-chart-scyther5-iStock-187915237

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 4.3%-ის ნაცვლად, ორგანიზაცია წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლება, სავარაუდოდ, აპრილში დაფიქსირებულ 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. ახალი ანგარიშით, მსოფლიო ბანკი 2022 და 2023 წლებში საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მისი ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია – ეს კი, ძირითადად, განპირობებული იქნება რამდენიმე წამყვან ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდით.

„აღდგენის მიუხედავად, წარმოების გლობალური მოცულობის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე 2% -ით ნაკლები იქნება. შემოსავლის დანაკარგები ერთ სულ მოსახლეზე ძველ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება, ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადი ქვეყნების ორი მესამედისთვის“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები