LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წერა მიჭირს, გული მტკივა და სული მეწვის…ჩემი ჟორა ბაბუა გარდაიცვალა” – გივიკო დიდია სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს

400
BeFunky-collage - 2023-03-26T232148.963

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს.

91 წლის ასაკში გარდაიცვალა უსაყვარლესი ჟორა ბაბუა, „რომელიც მთელს საქართველოს თუ არა, ნახევარზე მეტს მაინც შეუყვარდა”.

„წერა მიჭირს. გული მტკივა და სული მეწვის, მაგრამ ვფიქრობ, უფლება არ მაქვს, რომ ეს არ გითხრათ. დიდ სიხარულს თან დიდი მწუხარება მოჰყვა. იმედი მქონდა, ოჯახს და სამეზობლოს ჯანმრთელი დაუბრუნდებოდა ჩემი ძვირფასი ადამიანი.

კაცი, რომელიც მთელს საქართველოს თუ არა, ნახევარზე მეტს მაინც შეუყვარდა. 91 წლის ასაკში ჩემი ჟორა ბაბუა გარდაიცვალა. ხშირად გაგიხსენებ დიდი სიყვარულით, მე ხომ უამრავ შენს თბილ კადრს ვინახავ“, – წერს გივიკო დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g