წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და კონტაქტურ მდგომარეობაშია. უწყებაში დამატებითი დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.