LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე მოქალაქის ავტომობილი გაიტაცეს

patruliavaria

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მომხდარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ფორტუნასთან” დაადასტურა.

უწყების ინფორმაციით, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნი­დან გადა­ვი­და, რა დრო­საც უც­ნო­ბი პირი მის მან­ქა­ნა­ში ჩაჯდა და გა­იქ­ცა.

მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გამ­ტა­ცე­ბელ­მა ავა­რია მო­ახ­დი­ნა, რა დრო­საც ხუთი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კრიმინალური პო­ლი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავტომო­ბი­ლი მა­ლე­ვე იპო­ვეს. ავტომანქანის გამტაცებელი დაკავებულია.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ქურ­დო­ბას გულისხმობს და 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები