LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წერილი დალუქულია” – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ხაზარაძის “მუქარის წერილზე”

127
werili

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში დატოვებულ ე. წ. “მუქარის წერილის” დედანს უკვე გამოეხმაურა გენერალური პროკურატურა.

უწყებაში განაცხადეს, რომ წერილი თვეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი პირის ხელში მოხვდა, რაც პროკურატურის განმარტებით კვლევების ჩატარებას ართულებს.

მათივე ცნობით, წერილი ამ დროისთვის დალუქულია

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ წერილს ასაჯაროებს

"სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან"

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წერილს თან ახლავს კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი.

უწყებაში ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.

“საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წერილის დედანი პროკურატურაში გუშინ ჩააბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები