LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერის პროცესში აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ მოიხსნან პირბადეები

103
23 April 2020, North Rhine-Westphalia, Übach-Palenberg: Pupils, one of them wearing a protective mask, work on computer science tasks in the basic computer science course of the Abitur year at the Carolus-Magnus-Gymnasium. Barely six weeks after the closure of day-care centres and schools due to corona infections in North Rhine-Westphalia, the schools will reopen on Thursday for exam candidates. Photo: Jonas Güttler/dpa (Photo by Jonas Güttler/picture alliance via Getty Images)

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, წერის პროცესში აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება მოიხსნან პირბადეები. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებაზე რეკომენდაცია ძალაში რჩება, თუმცა აბიტურიენტს ეძლევა უფლება საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას ის მოიხსნას, მაგრამ აქაც გარვეული წესების დაცვა აუცილებელი.

აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის გარეშე შეეძლებათ: რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი

"განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად".

„სპეციფიკიდან გამომდინარე, აბიტურიენტი, როდესაც მაგიდასთან ჯდება მას საუბრის უფლებაც არ აქვს. ის იღებს კალამს და იწყებს წერითი გამოცდის ჩაბარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავისთან არ აქვს კონტაქტის საშუალება.

ხაზგასმით ვამბობ რომ რეკომენდაცია რჩება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, თუმცა თუ აბიტურიენტი თვლის, რომ მისი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, მას შეუძლია მთელი გამოცდის განმავლობაში ატაროს პირბადე, ან პირიქით წერის პროცესში მოიხსნას. ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ.

გარდა ამისა, როდესაც მოხდება სივრცეების განიავება (ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +30 გრადუსს), ამ შემთხვევაში საგამოცდო სივრცეებში ჩაირთვება კონდიცირების სისტემა და მეთვალყურეები გააფრთხილებენ გამოსაცდელ პირებს, რომ მათ გაიკეთონ პირბადე.

წინა სემესტრებისგან განსხვავებით, წელს დისტანციური კომპონენტი უფრო მძლავრად იქნება გამოყენებული – ნუნუ მიცკევიჩი

გთხოვთ თითოეულ  გამოსაცდელ პირს, რომ ეს იყოს სწორად გაგებული და მიღებული. ეს ყველაფერი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხდება. პასუხისმგებლობა ორმხრივია, ჩვენი მზრიდან უზრუნვეყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო“,-აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

არცერთი საუნივერსიტეტო სივრცე არ იქნება გამოყენებული, ეროვნული გამოცდები ჩატარდება სკოლებში – ნუნუ მიცკევიჩი

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები