LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია

100
40ecb9f1d49dfe162961dd472c04b5e3

„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი „თვალთმაქც ხალხს“ უწოდებს ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ .

როგორც ნინო წილოსანი განმარტავს, რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი იქნება.

“თუ მათ 12 რეკომენდაციაზე სურთ მუშაობა, ამისთვის შესაბამისი სამუშაო ფორმატებია და არა საყვირალი ფორმატი, რომელიც მათ რეალურად აწყობთ”, – აღნიშნავს წილოსანი.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად საერთო ინტერესებისთვის ნებისმიერ სამუშაო ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g