LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება – ამირან გამყრელიძე

amiran_gamkrelidze

„საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს,“ – განცხადებას ამის შესახებ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წითელა მთელ ევროპაში პრობლემაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ მოხერხდება.

ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კახეთსა და იმერეთს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები