LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წივილ-კივილი იყო, ახლაც ყურებში მაქვს… ვინ მიეკარებოდა, სამი კაცი ვერაფერს უზამდა“ – რას ჰყვება იმ ავტობუსის მძღოლი, სადაც ქმარმა ცოლი მოკლა და რა ჩანაწერები ამოიღო გამოძიებამ?

6458
მძღლიი

თბილისში, ავტობუსში მომხდარ საზარელ დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. შემთხვევას იმ ავტობუსის მძღოლი რუსთავი 2-თან იხსენებს, რომელიც საჭესთან იჯდა, როდესაც 31 წლის ქალს საკუთარი მეუღლე თავს დანით დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მუხრან პაპიძემ ტრანსპორტი მგზავრების ყვირილზე გააჩერა და საზარელი სურათი იხილა. საპატრულო პოლიციაც მან გამოიძახა.

„წივილ-კივილი იყო, ახლაც ყურებში მაქვს, ცოტა მიჭირს ლაპარაკი, შოკირებული ვარ. ხალხი ჩავიდა-ამოვიდა ჩვეულებრივად, დაძვრიდან 50 -100 მეტრის გავლის შემდეგ, წივილ-კივილი იყო საშინელი, ბოლომდეც ვერ მივედი გზაზე, გავაჩერე. რა ხდება-თქო ვიკითხე და დანიანი კაცია ამოსულიო. დავტოვე საჭე და გადმოვედი, ყველა ყვიროდა“, – იხსენებს მძღოლი და ამბობს, რომ მოძალადის შეკავება ვერავინ გაბედა: „ვინ მიეკარებოდა, სამი კაცი ვერაფერს უზამდა, რამხელა ყოფილა“.

გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში მომხდარი დანაშაული, ტრანსპორტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, ჩანაწერი გამოძიებამ უკვე ამოიღო. საქმეში კიდევ ერთი ვიდეომასალა დევს – მგზავრის ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს დანას გამეტებით როინ მებონია ახალგაზრდა მეუღლეს.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ“ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები