„ჩემგან დიდი პატივისცემა Wizz Air-ის იტალიელ პილოტს“ – ამ სათაურით ვიდეო ქართველი მოგზაურების საყვარელ ფეისბუქ გვერდზე „მოგზაურთა კლუბში“ ვრცელდება. ვიდეორგოლში ისმის პილოტის ხმა, რომელიც მგზავრებს ქართულად ესაუბრება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვების წინ ინფორმაციას აწვდის.

„ჩვენ დავეშვებით ქუთაისში, ადგილობრივი დროით 2 საათზე. ტემპერატურა ახლა ქუთაისში არის 4 გრადუსი. მადლობა, რომ აირჩიეთ „ვიზეარი“ და ნახვამდის“, – ამბობს პილოტი…

იტალიელის ქართულ საუბარს სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება და გამოხმაურება მოჰყვა… ისინი შემდეგ კომენატრებს წერენ: ყველა იტალიერი მიყვარს; აუ რა საყვარელია; ის უნდა დაეყოლებინა: სიცივე კია, მარა ხალხია თბილიო; ჩემს ფრენას დაემთხვეს ეს ერთი; ველოდებოდი სიმონ-ს როგორ იტყოდა; ძმაკაცის მეზობელია ეს ტიპი , ქუთაისში იქირავა ბინა და ცხოვრობს; ოჯახის შექმნის მიზნით ნუ მიწერთ და დაამატებთ, დაკავებულია; ლუკა პრეზიდენტად!…

აღმოჩნდა, რომ იტალიელი პილოტი ლუკა კომინოტია… როგორც სოციალურ სელში წერენ მას ქართველი რჩეული ჰყავს და ამ ეტაპზე სწორედ ქუთაისში ცხოვრობს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05