LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონაში მომატებული და ძალიან ბედნიერი – მეგან მარკლის ახალი გამოჩენა

333
meganmarklnews

დღეს ყველა საუბრობს 40 წლის მეგან მარკლის ახალ ვიდეოზე. სასექსის ჰერცოგინია მონტესიტოს რეზიდენციიდან ისევ გამოჩნდა. მეგან მარკლიმ სანტა-ბარბარაში მდებარე სახლიდან მორიგი ვიდეო ჩართვა შესთავაზა გულშემატკივრებს და ამასთან ახალი წიგნიდან „სკამი“ პატარა მონაკვეთიც წაიკითხა. ახალი რგოლი „იუთუბის“ არხზე აიტვირთა და იქ მეგანი საოცრად შეცვლილიც მოგვეჩვენა.

საინტერესოა, რომ ეს არის მეგანის მეორე გამოსვლა ქალიშვილის, ლილიბეთის დაბადების შემდეგ. მარკლი საგრძნობლადაა მომატებული წონაში. ვიდეოში მას თეთრი ფერის პერანგი და ჯინსებია აცვია. ბევრს ამ „ლუქმა“ მეგან მარკლის სულ პირველი გამოსვლა გაახსენა, როდესაც პრინც ჰარისთან რომანის დადასტურების შემდეგ, ის პირველად გამოჩნდა.

„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლის ძვირადღირებული სამოსის გამო აკრიტიკებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები