LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წყარო ცნობილია, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება”- როგორია 91-ე პაციენტის მდგომარეობა

265
unnamed

“დილით ჩატარდა 10 პაციენტზე ტესტირება, ერთ შემთხვევაში დადებითი პასუხი იყო,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული 91-ე პაციენტი მათ კლინიკაშია მოთავსებული.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის წყარო ცნობილია. მას ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე

“ქვეყანა არის ინგლისი. მოგზაურობის ისტორია უკვე ცნობილი კლასტერია. რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა და მოძიება. პაციენტების მდგომარეობა ჯერ-ჯერობით არ შეცვლილა.

გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია და ორის ძალიან მძიმე პნევმონიით. რაც შეეხება ახალ პაციენტს, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. ჩამოსვლიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში,”-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცერცვაძე: სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში... დანარჩენი იქ ცხოვრობენ"

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები