LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა, დაშავებულია 5 ადამიანი

15bigstock-police-line-22737392

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები