LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყელში მიჭერდნენ და ცდილობდნენ, გავეგუდე” – სავალუტო ჯიხურის მოლარე

156
ვალუტა

თავდასხმა სავალუტო ჯიხურზე – დაშავებული მოლარე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს დაზიანებულ ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია.

მოლარე “კურიერთან” ჰყვება, რომ სავალუტო ჯიხურის დაკეტვისას მას უცნობმა პირმა თანხის დაშლა სთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო. როგორც დაზარალებული ამბობს, მას პირზე ხელი ააფარეს და იატაკზე დააგდეს. მისი თქით, მეორე პირმა ჟალუზის ჩამოწევა ვეღარ მოასწრო, რადგან , სავარაუდოდ, გამვლელის ხმა გაიგონა.

ცხვირზე მაფარებდნენ ხელს და ყელში მიჭერდნენ, ცდილობდნენ გავეგუდე. ფეხი გავიქნიე და მახსოვს, როგორ ჩამარტყა თავისი ფეხი. ვყვიროდი, ერთი პერიოდი შევძელი თავის გათავისუფლება, როგორც ჩანს გამვლელმა გაიგონა ხმა და ჟალუზი ასწია”, – ამბობს მოლარე.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, მეორე პირს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები