ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მისი დაკვირვებით, სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება.
„რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება.
ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება.
ბოლო რამდენიმე მისვლაზე ლოგინში იწვა, ადრე ასე არ იყო.
არავინ არ მიიღოს ეს ღირსების შელახვად. ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული, შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის შესაბამისად განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
ვერ ისმება ყველა დიაგნოზი ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა აქ ვერ ხერხდება,” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.