LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ფიქრობს, რომ გიგა ჭკუით გამოირჩევა, სინამდვილეში“… როგორ ულოცავს თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს

881
tamara da giga

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ყველაზე პატიოსანი პოლიტიკოსი მისი მეუღლე, გიგა ბოკერიაა.

გიგა ბოკერია, რომელიც ცოტა ხნის წინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს, დღეს იუბილარია.

„ყველა ფიქრობს, რომ გიგა ჭკუით გამოირჩევა.
სინამდვილეში, Integrity, პატიოსნება არის ის, რაც ამ პოლიტიკოსს განსაკუთრებულად აქცევს.

არავინ არაა ასეთი პატიოსანი ქართულ პოლიტიკაში.

დაბადების დღეს ვულოცავ და ზუსტად ვიცი, რომ მის გვერდით ვიქნები იმ
დღეს, როცა ქართველი ხალხის ისტორიული მისია ასრულდება და თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი, თანასწორი წევრები გავხდებით“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს გიგა ბოკერიას, 49 წელი შეუსრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები