LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს შესაძლებელია გამოჩნდეს კოვიდის სამკურნალო ერთი ან რამდენიმე წამალი: გამყრელიძე

2380
1

“მიმდინარეობს მუშაობა და ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს, მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი, ერთი ან რამდენიმე, რომელიც ამ ვირუსისთვის ეტიოტროპული (დაავადების მიზეზზე მოქმედი) იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ “ვებინარზე” განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პრეპარატი დაახლოებით იმ ტიპის უნდა იყოს, რაც გრიპის დროს არის ან კიდევ სხვა ტიპის წამლები, რომლებიც სწორედ უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებენ:

გაბუნია კოვიდპრეპარატებზე: როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული", - ამბობს გაბუნია.

“ფაიზერის” გარდა ბევრი კომპანია და სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, იმიტომ, რომ ვაქცინასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ ეტიოტროპულ წამალს, ანუ უშუალოდ ამ ტიპის ვირუსზე მოქმედ წამალს და ამაზე ძალიან ბევრი ლაბორატორია მუშაობს.

ერთ-ერთი მოწინავე “ფაიზერის” ლაბორატორიაა. ამ წამლის შესახებ ვიცი, ეს არის დაახლოებით იმ ტიპის მოქმედების მექანიზმის წამალი, როგორიც არის ცე-ჰეპატიტის ანტივირუსული წამალი. როგორც ამბობენ, საკმაოდ პერსპექტიული წინასწარი კვლევებია, მაგრამ მარტო “ფაიზერს” არა, ზოგიერთ სხვა კომპანიებსაც აქვთ მსგავსი განვითარებები. მაგალითად, Science-ში ვნახე ახალი სტატია, დღეს დილით გამოქვეყნდა, სადაც ექსპერიმენტში ასევე ამ ტიპის სხვა წამალია, რომელიც იძლევა პირდაპირ კორონავირუსის რეპლიკაციის სერიოზულად დათრგუნვას.

ამიტომ, მიმდინარეობს მუშაობა და ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი, ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება ეტიოტროპული ამ ვირუსისთვის. მოგეხსენებათ, დღესაც არსებობს ზოგიერთი წამლები, კოქტეილები ძირითადად მონოკლონურ ანტისხეულებზე დამყარებული, რომლებიც წარმატებით ებრძვიან ამ დაავადებას. მაგრამ რაც შეეხება კითხვას, „ფაიზერთან“ დაკავშირებით ის დაახლოებით იმ ტიპის უნდა იყოს, რაც გრიპის დროს არის ან კიდევ სხვა ტიპის წამლები, რომლებიც სწორედ უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებენ, ვფიქრობ, რომ უნდა გამოჩნდეს ამ წლის ბოლოსთვის და დამთავრდეს მათი მესამე ფაზის კვლევა.” – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები