ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, ბავშვებს კი 500 ლარი – ენმ-ს დახმარების გეგმა (ვიდეო)

301
xfbn

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სოციალურ-ეკონომიკური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. მოქალაქეების მხარდაჭერის გეგმა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარმოადგინა და საქართველოს მთავრობას ფულადი მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა.

ნიკა მელიას თქმით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში აუცილებელია განხორციელდეს სწრაფი მხარდაჭერის გეგმა, რაც შემდეგს ითვალისწინებს: ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ მიეცეს 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლთაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ. ასევე ყველა ბავშვს უნდა გაეწიოს დახმარება 500 ლარის ოდენობით.

“ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ზამთარი იყო, როცა კრიზისმა იფეთქა, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არაა. კრიზისამდე ისედაც ვიცოდით, რომ მოსახლეობის 50% ისედაც ვალით შეხვდა ამ კრიზისს. ამიტომ კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი, თუ როგორ უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დროა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ამ ხალხს დაეხმაროთ, თუ ვერ ეხმარებით დაეხმარება სხვა”- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/244709886846016/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები