პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა. დეპუტატმა დაინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„კოვიდდადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – წერს წილოსანი.
კარანტინის დღეები: „მეამბოხე გოგონები“ და ვუდი ალენი – მომხიბვლელი დეპუტატის იძულებითი არჩევანი
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა.
https://www.facebook.com/tay.to.568/posts/2719373188336235