LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ – შს მინისტრის მოადგილე ლგბტ პრაიდზე

191
Untitled-design-1-1

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ, სადაც უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონის ფარგლებს, დავიცავთ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის მოადგილე ყველას მოუწოდებს ნაადრევი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, სანამ ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები, რომელიც ჯერ საწყის ფაზაშია, არ დასრულდება. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ორშაბათს დაიწყო და შეუთანხმებელი ნაბიჯები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის  იდეას დააზიანებს.

“ის განცხადება, რომელიც გუშინ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება და სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში. შეუთანხმებელი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, ჩვენი, ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესს.

მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ, არ დასრულებულა. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ და კიდევ მივაწვდით. ამიტომ დაველოდოთ, როცა მოახლოვდება თარიღი. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და შფოთვები აბსოლუტურად ზედმეტია,” -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები