LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ჰგონია, რომ ერთი მასწავლებელი ჰყავს ამოჩემებული, რეალურად ასე არაა.. ნუცას დიდი ბებო ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, 65 წლიანი სტაჟით, ოჯახის წევრები პედაგოგები არიან, ამიტომ ამ ვიდეოებით მას ცუდი არაფერი ამოძრავებს“ – 11 წლის კომიკოსის ნუცა ფრუიძის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა 

4769
Untitled design (11)

ქუთაისში მცხოვრებ 11 წლის ნუცა ფრუიძეს საზოგადოება „მასწავლებლების პაროდიებით“ იცნობს. მესამე კლასელმა გოგონამ თავისი სამსახიობო მონაცემებით მთელი საქართველო აალაპარაკა.

როგორც ნუცა ფრუიძის დედა „ფორტუნას“ უყვება, პაროდიის ნიჭი ნუცას ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა, თუმცა ოჯახისთვის მაინც გასაოცარია ის ფაქტი, რომ 11 წლის გოგომ საკუთარი ნიჭით დიდი პოპულარულობა და რაც მთავარია, უამრავი გულშემატკივრის სიყვარული მოიპოვა.

ხატია გაბიძაშვილი გვიყვება, რომ პაროდიისადმი შვილის ინტერესი თავდაპირველად ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნდა, რადგან ნუცა ამ „ხერხს“  მეცადინეობის დროს ხშირად მიმართავდა.

„პატარაობიდანვე წიგნებს ვუკითხავდი, თუმცა ნუცას წიგნი დიდად არ აინტერესებდა, სამეცადინოდ რომ დავსხდებოდით, რაღაცებს მოიგონებდა, ერთ სიტყვაზე ისტორიას ქმნიდა, რომ გამეცინა და ყურადღება გადამეტანა. თავიდან ამაზე პროტესტი მქონდა, ხელის შემშლელ ფაქტორად მიმაჩნდა..

უყვარს „კომედის შოუები,“ „დები ღლონტები,“ ყველა „სკეტჩი“ ზეპირად იცის“, – ამბობს ხატია „ფორტუნასთან“ საუბარში.

რატომ მასწავლებელი? 

„ყველას ჰგონია, რომ ერთი მასწავლებელი ჰყავს ამოჩემებული, რეალურად რაღაცებს კრებს და აერთიანებს..

ნუცას დიდი ბებო ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, 65 წლიანი სტაჟით, დიდი ბაბუც ისტორიკოსი, მამის დედა და 3 მამიდაც მასწავლებელია, დედა-სამოქალაქო განათლების პედაგოგი და საბავშვო ბაღის მმართველი, ოჯახის წევრები პედაგოგები არიან, ამიტომ ამ ვიდეოებით მას ცუდი არაფერი ამოძრავებს.. 

მაკიაჟი, გამოწყობა, სამკაულები, ბავშვობიდან უყვარდა, ძილის წინ საწოლთან ასე მხვდებოდა ხოლმე.. ნუცას უყვარს ლექსის გაანალიზება.. შეიძლება ამიტომ მოირგო მასწავლებლის როლი..

ორი დღის წინ, ხუთ საათზე დამადგდა თავს, ახლა ვიდეოს გადაღების ხასიათზე ვარო..

ხატია გაბიძაშვილის თქმით, ნუცას პირველი ვიდეო სპონტანურად გადაუღეს. 

„ვიდეოს გადაღება სპონტანურად გადავწყვიტეთ, თვითონ არ უნდოდა და არ უყვარს გადაღება..

შენიშვნებს არ ითვალისწინებს, წერა არ უყვარს, ყველაფერს ზეპირად მოიფიქრებს ხოლმე..

ოჯახში ხშირად ვხუმრობთ, კარგი იუმორი აქვს ჩემს დას, მეუღლესაც და ალბათ, გამოჰყვა..

პირველი ვიდეო ჩემმა დამ გადაუღო, შემდეგ მამიდას გადაუგზავნა და მან პირად გვერდზე განათავსა. ამ ვიდეოს შემდეგ მირეკავდნენ ჟურნალისტები.. არანაირ პიარს არ მივმართავ იმისთვის, რომ ვიდეო მეტმა ხალხმა ნახოს.

კარგა ხანს გაკვირვებულები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე იმ ფაქტით, რომ ნუცას ვიდეოებმა ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა.. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის ყოველდღიურობაა.

პირველი ვიდეოს შემდეგ წამოვიდა ინტერესი, ნათესავები გვეუბნებოდნენ კიდევ გადაუღეთო..

იცის, რომ ხალხი ელოდება და პასუხისმგებლობა აქვს.. ცოტა ნერვიულობს..

ნუცას სამომავლო გეგმები

„ქუთაისის თეატრიდან დაგვირეკეს.. სიმართლე გითხრათ, ახლა მოუნდა მსახიობობა.. თეატრში აუცილებლად მივალთ,“ – უთხრა „ფორტუნას“ ნუცას დედამ, ხატია გაბიძაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g