LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ზღაპრული ქალაქები, რომლებიც მართლაც საუკეთესოა პლანეტაზე

697
23064-main--24116.1537389806

საოცარი ქალაქები, რომლებიც ზღაპრის შეგრძნებას ქმნის, თავბრუს დაგახვევს და რაღაც არარეალურის განწყობას შეგიქმნის.

 

იანშო, ჩინეთი


გუილინიას ახლოს მდებარეობს იანშის ყველაზე ძველი სოფელი. ამ სასწაულ ადგილზე ნებისმიერ დროს ყოფნა სასიამოვნოა. თარგმანში იანშო ნიშნავს მკაფიო მთვარეს.

 

ბურანო, იტალია


პატარა კუნძულ ბურანოზე მოხვედრით თავს ფანტასტიურ ფილმში იგრძნობთ. აქ სახლებს მკვეთრი იერი აქვთ. ბურანი ვენეციაში მდებარეობს.

 

დაჟაი, ჩინეთი


სოფელი მნახველს ბრინჯის ტერასების პეიზაჟებით აჯადოებს. ახლოსაა საბაგირო გზა. თუ ხედის ნახვა გინდათ, საბაგირო ყველაზე მაღალ ტერასებზე აგიყვანთ.

 

ბლედი, სლოვენია


სლოვენიური ზღაპარია ბლედის ტბა. ტბასთან მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელიც, რომელიც ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ სიმშვიდე, აქტიური დასვენება და სუფთა ჰაერი ერწყმის ერთმანეთს.

 

კაკორტოკი, გრენლანდია


სამხრეთ გრენლანდიის ყველაზე დიდ ქალაქში 3 ათასზე მეტი მოსახლეა. მომხიბვლელი ქალაქი მე-18 საუკუნეში ერთმა ნორვეგიელმა ვაჭარმა დაარსა.

 

ჯიუფენი, ტაივანი


თავიდან ეს ადგილი ოქროსმომპოვებლად მიიჩნეოდა, მაგრამ მერე ამ საქმეს შეეშვნენ და ტურისტულად აქციეს. ტურისტებმა შეიყვარეს ეს ჯადოსნური ქალაქი და მისი ხედი, რადგან ქალაქი მშვენივრად მოეწყო ოკეანესთან ახლოს.

 

ჰალშტატი, ავსტრია


მოსახლეობა ბევრი არ არის. მხოლოდ 800 ადამიანი. ტურისტები ესწრაფვიან ამ ადგილის ნახვას, რომელიც ფაქტობრივად ყველა ფოტოსა თუ ბარათზეა გამოსახული.

 

რეინე, ნორვეგია


ჩვეულებრივი მეთევზეთა სოფელი საყვარელი სახლებით და 300 ადამიანით. ყოველწლიურად ეს სოფელი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

 

რიომაჯორე, იტალია


რომანტიული ადგილი. დაარსდა მე-18 საუკუნეში. გარდა იმისა, რომ ტურისტული ქალაქია, აქ საკუთარ ღვინოსაც ამზადებენ.

 

გასადალური, ფარერის კუნძულები


საოცარი ადგილი, რომელიც მთებისა და ოკეანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

ვანგ ვენგი, ლაოსი


სოფელი მდებარეობს ვიეტნამიდან 160 კმ-ში. ამ ზღაპრულ ადგილზე ლამაზ მთებსა და პეიზაჟებს ნახავთ.

 

კოლმარი, საფრანგეთი


პატარა ქალაქი ლოშის მდინარის პირასაა გაშენებული. შუასაუკუნეების პატარა აგურისა და ხის სახლები უბრალოდ საოცარია.

 

დამიულსი, ავსტრია


სამთო კურორტზე გნებავთ დასვენება? მაშინ სწორედ აქ უნდა წახვიდეთ. სოფელი ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზეა.

 

ჩემორო ლავანგი, ინდონეზია


სოფელი ვულკან ბრომოს სიახლოვესაა. სწორედ აქედან მიემართებიან ისინი, ვისაც მწვერვალის დაპყრობა სურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები