LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი: უახლოეს დღეებში, საქართველო COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს

82
davit-zalkaliani-w-h

უახლოეს დღეებში საქართველო COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენი დიპლომატიური მისიები მობილიზებული იყო იმისთვის, რომ საქართველოს დროულად მიეღო ვაქცინა. უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი ვაქცინის მიწოდების კუთხით, ევროკავშირსაც გაუჭირდა ვაქცინების საჭირო რაოდენობის დროულად მიღება. გვსურდა, რომ COVAX-პლატფორმის მიღმაც მიგვეღო ვაქცინები და ორმხრივ რეჟიმში მქონდა კომუნიკაცია პოლონელ, ლიეტუველ და შვედ კოლეგებთან. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, საქართველომ COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს.”- განაცხადა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები