LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: “ნაციონალური მოძრაობა” უპრინციპობის მაგალითია, ასეთი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?

87
ირაკლი ზარქუა

“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას საპარლამენტო სიების აღდგენასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

ზარქუას შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაციაა:

“რაც შეეხება სიების თემას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ მათი განცხადებები – გაყალბებულია არჩევნები და ჩვენ არ შევალთო, მერე იძახდნენ, იქ რომ დაჯდე, პუფი უნდა იყოო. მერე თქვეს, იქ რომ დაჯდე მინა უნდა იყოო, მერე თქვეს გამორიცხულია პარლამენტში როგორ უნდა შევიდეთო და მერე შემოვიდნენ. მერე ისევ გავიდნენ. სიები ჩახსნეს. ახლა ამბობენ სიები აღვიდგინეთო.

ასეთი უპრინციპო, პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?! რადიკალური ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით არის არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რაც შეთავაზებულია, კეთილი ინებონ და მობრძანდნენ. თუ ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე იქნება აქცენტირებული, შედეგი გარდაუვალია”, – განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც ეხმიანება და ამბობს, რომ უმრავლესობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო:

“უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამივე ადამიანს პარლამენტში უფლებამოსილება შეუწყდეს. სხვათა შორის დღეს საიუბილეო, პარლამენტის 70-ე სხდომაა, რომელსაც არ დასწრებია არც ხოშტარია, არც ნათელაშვილი.

ხოშტარიას ნაწილში თავის მოთხოვნა იყო და ვაკმაყოფილებთ, ღირსეულად მოიქცა. რაც შეეხება ნათელაშვილს, გვწყევლის და გვებრძვის და რატომ, ვერ გავიგე. ჰქონდა შესაძლებლობა აქამდე შემოსულიყო, მაგრამ სიაც კი ჩახსნა, ახლა თავის თავს დააბრალოს, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, უყვარს ასეთი გამოთქმები და ეს გადაეცით. რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და, აქედან გამომდინარე, უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.

დღესვე, პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატების – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება – მაინტერესებს, ვინ მისცემს ხმას ამ აბსურდს: ბადრი ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g