LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ვინ უნდა გაასამართლოს მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?

158
ზარქუა ხაბეიშვილზე

„ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის – ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე. ამით არის განპირობებული, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი აზრით, რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია და თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, რომ არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ:

„ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია“ – კახა კალაძე

„შუალედურ არჩევნებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის.

ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე. ამით არის განპირობებული, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში.

„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” - მამუკა მდინარაძე

„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” - მამუკა მდინარაძე

საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა. ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე?

ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? თუ რამე დარღვევა არის, შესაბამისი ინსტანციებია, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი.

ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ. გუშინ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეყენებინათ ეს საკითხი ბიუროზე და არ დაუყენებიათ.

შეეშვან ამ სპეკულაციებს, თუ ჩამოყალიბდებიან შესაძლებლობა აქვთ, რომ დააყენონ ეს საკითხი, შემდეგ იმსჯელებს უმრავლესობა“, – აღნიშნა ზარქუამ.

„ქვეყანას არავის ავარევინებთ…რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს” – კობახიძე

დასმულ კითხვაზე კი, არის თუ არა მმართველი გუნდის ინტერესში, შეისწავლონ გირგვლიანის საქმის მოსამართლის საქმიანობა, ზარქუამ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლო სისტემა წნეხისგან გაათავისუფლა.

„შეგიძლიათ მიმართოთ რადიკალებს, „ენჯეოშნიკებს“, ვინც მაშინ ითხოვდა გირგვლიანის მოსამართლეები ჩვენ მუდმივად დაგვეტოვებინა სასამართლოში.

აქციებს უწყობდა 2012 წელს. ამ კითხვით შეგიძლიათ რადიკალებს მიმართოთ. ჩვენ სასამართლო სისტემა გავათავისუფლეთ წნეხისგან.

ჩვენ 2012 წელს ვთქვით, რომ არ დავემსგავსებით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ, ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს, ის ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია.

მამუკა მდინარაძე: საქართველოს მომავალი არის ევროპა, ჩვენ ჩავწერეთ ეს კონსტიტუციაში

საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ დღეს სასამართლო გაცილებით თავისუფალია და ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.

შეგიძლიათ რადიკალებს და არასამთავრობოებს მიმართოთ კითხვით, თუ რა შეიცვალა მაშინ, როდესაც გვთხოვდნენ ეს მოსამართლეები უვადოდ დაგვეტოვებინა.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g