მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ. დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა“, – წერს ირაკლი ჩოლოყაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გული გაუჩერდა.