LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ

116
Untitled design - 2022-03-07T112114.297

ოკუპანტები აანონსებენ სიმხეცეს, რადგან არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, არც ერთი მსოფლიო ლიდერი და არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა რუსეთის მუქარას, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების დაბომბვას გეგმავს.

„რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა, ჩვენი თავდაცვის კომპლექსის საწარმოების დაბომბვა. უმეტესობა მათგანი აშენებულია ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ქალაქებში.

არ ვაპატიებთ დაბომბილ კორპუსებს, 500-ზე მეტ რაკეტას: ვოლოდიმირ ზელენსკი

ახლა კი ისინი ჩვეულებრივი ურბანული გარემოს შუაგულშია. იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ცხოვრობს იქვე.

ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. მე არ მომისმენია ამ განცხადებაზე მსოფლიოს არც ერთი ლიდერის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის რეაქცია. იფიქრეთ ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე. ისინი გეგმავენ სისასტიკეს. რატომ? რადგან პასუხი არ არის, რადგან არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები