LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან

56
address-by-president-volodymyr-zelensky-nov

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება.

მისივე თქმით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდებათ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ომის შედეგებზე პასუხი რუსეთთან ერთად უნდა აგოს.

ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. აგრესორს რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს, რომ უფრო ახლოს ვიქნებოდით სასურსათო კრიზისის სრულ გადაწყვეტასთან, უფრო ახლოს ვიქნებოდით ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციასთან. ამიტომ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ამ ომის შედეგებზე პასუხი მასთან ერთად უნდა აგოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები