უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს, უკრაინაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ვარ ადეკვატური ქვეყნის, ხალხის პრეზიდენტი და ორი შვილის მამა და ჩემს მიწაზე ქიმიურ ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღს არავინ ქმნის,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის „თავხედური ტერორი გამოცდილი ტერორისტების მხრიდან.“
ზელენსკი: მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ – რუსეთ-უკრაინის ომი.