LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში

175
BeFunky-collage (13)

დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთის ლიდერთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება არის მოსკოვის ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას განიხილავს – ზელენსკი განმარტავს, რა ვითარებაში გამოაცხადებს ქვეყანაში საომარ მდგომარეობას

“ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა იურიდიული საფუძველი შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად. რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც.

დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“14 წლის შემდეგ განმეორებული სცენარი” – როგორ აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკური სპექტრი

mazda magti 5g