LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

168
ფორტუნა - 2023-04-14T221940.034

სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ, არა რამე პირად, არამედ მკაფიოდ ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული… რომელსაც სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი აქვს.

თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე სიცოცხლე არის დამოკიდებული, მაშინ, ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის,” – განაცხადა ზელენსკიმ.

სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა – აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა – ჩხაიძე გერმანიის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაზე

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, მადა ფსიქოემოციურ ფონზე აქვს დაქვეითებული: სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ენდოკრინოლოგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები