LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა – აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა – ჩხაიძე გერმანიის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაზე

133
ფორტუნა - 2023-04-14T141650.705

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ – აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზების პასუხები გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან მიიღეს.

მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ გაკეთებული გვქონდა მძიმე მეტალების შესახებ კვლევა მაისში. მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაღაცა ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, თუ ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს კვლევის პაკეტში შედიოდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა გადამოწმება. ამას მოითხოვს პროტოკოლი, რომ მოხდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგების მონიტორინგი და შესაბამისად, ჩვენს მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და ჩვენ მივიღეთ იქიდან შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად კვლავ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება და კლინიკის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.

„პერიოდულად, დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია აღენიშნება, მაგრამ ძირითადად, მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კილოკალორიის ფარგლებში და სხვა განსაკუთრებული არაფერია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს, როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს კლინიკისთვის რაიმე დამატებითი კვლევა არ მოუთხოვია.

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, მადა ფსიქოემოციურ ფონზე აქვს დაქვეითებული: სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ენდოკრინოლოგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები