LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი აცრილი გათამამდა, ეგრე არ არის – აცრის შემდეგ, პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ: პაატა იმნაძე

56
პაატა იმნაძე

“სხვათა შორის,  ზოგი აცრილი გათამამდა… ეგრე არ არის, აცრის შემდეგ, პრაქტიკულად პირველი ორი კვირა დაცული, არ ხარ. აქედან გამომდინარე, თავს ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ამის შესახებ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ვაქცინაცია ინფიცირებულსაც კი უშველის და დაავადება უფრო მსუბუქად წავა.

“ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის შემდეგ, ადამიანები ავად გახდნენ, იყო ასეთი. ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა… სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის შემდეგ, პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ.

აქედან გამომდინარე, თავს ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და დაავადება უფრო მსუბუქად წავა,” – განაცხადა პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

პოპულალურები